logo
ENG



ხაზარაძე: სახელმწიფოს პარალელურად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა

07 თებ 202114:31
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე: სახელმწიფოს პარალელურად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, კერძო პირებს მიეცეთ ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობა, წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად. 

ხარაძე სვამს კითხვას, აქვს თუ არა მთავრობას დათვლილი, რა დაჯდება მოსახლეობის სრული ვაქცინაცია და მეორეს მხრივ, რა ჯდება ე.წ ლოკდაუნი და ეკონომიკის გაჩერება. 

"ფაქტია, რომ ვაქცინის შემოტანა უნდა ყოფილიყო უმთავრესი პრიორიტეტი მაღალი ფასის მიუხედავად და უკვე უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი.

მით უმეტეს, რომ მიღებული დახმარება და აღებული ვალები ბევრად აღემატება იმ თანხას, რისი გადახდაც სრული ვაქცინაციისთვის არის საჭირო.

ამით უფრო სწრაფად ავამუშავებდით ეკონომიკას, შევაჩერებდით ბიზნესების გაკოტრებას, ადამიანების უმუშევრად დატოვებას. გაცილებით სწრაფად გავხსნიდით ქვეყანას ტურიზმისა და ინვესტორებისთვის.

ასევე ვფიქრობ, სახელმწიფო ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად, ეს მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებდა.

სამწუხაროა, რომ ისევე, როგორც ბევრ სხვა საქმეში, საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაშიც მაჩანჩალაა!". - წერს ხაზარაძე. 

საქართველო თებერვლის შუა რიცხვებისთვის ფაიზერის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს. ეს 14 625 ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი. 


close დახურვა